სიახლეები


ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი

ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი

23 და 24 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეებისგან შემდგარი ორი ჯგუფისთვის გაიმართა ორი ტრენინგი თემაზე: “ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი პავლო პუშკარი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს სხვა მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ბათუმის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სენაკის, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI