სიახლეები


კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა(ეფექტიანი) განხილვა

კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა(ეფექტიანი) განხილვა

6-7 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე და ნათია ბარბაქაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI