სიახლეები


შესავალი ევროკავშირის სამართალში და ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში

შესავალი ევროკავშირის სამართალში და ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში

მიმდინარე წლის 23-25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტთან - მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა (EU4Justice) თანამშრომლობით და აღნიშნული პროექტის ინიცირებით ბორჯოში, მოსამართლეთათვის განახორციელა ტრენინგი თემაზე - „შესავალი ევროკავშირის სამართალში და ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში“.  

ტრენინგის ექსპერტებად მოწვეული იყვნენ  მარია ბერგერი - ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე, და პროექტის ექსპერტები: გაგა გაბრიჩიძე და ქეთევან აბაშიძე.   ღონისძიებაში მონაწილობა მიიღეს საქართველოს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს  მოსამართლეებმა.

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.“


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI