სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ბელგიაში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ბელგიაში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ისმეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან ბელგიაში,  ქ. ბრიუსელში. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ამა წლის 3 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა ევროპის სამოსამართლო სწავლების ქსელის (EJTN) გენერალურ მდივანთან - ვოიჩეკ პოსტულსკისთან, ასევე ამავე ორგანიზავიის პროგრამული განყოფილების უფროსთან და ევროპული კომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებთნ.

შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ EJTN-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პროგრამების შესახებ. განხილულ იქნა, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და EJTN-ს შორის თნამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI