სიახლეები


ეფექტური კომუნიკაცია; კომუნიკაციის სტანდარტები

ეფექტური კომუნიკაცია; კომუნიკაციის სტანდარტები

12 და 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, წყალტუბოს რეგიონალურ სასწავლო ცენტრში მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია; კომუნიკაციის სტანდარტები“.

ტრენინგს უძღვებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის უფროსი სოფიო წიკლაური და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბიუროს უფროსი უჩა თოდუა.

ღონისძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა განიხილეს: კომუნიკაციის ძირითადი ასპექტები; ნდობის მოპოვების ხერხები; მოქალაქეების დახვედრისა და მიღების სტანდარტები; მოქალაქეებთან მომსახურების სტანდარტები; სხვადასხვა ტიპის მოქალაქეებთან კომუნიკაციის სპეციფიკა; სასამართლო სისტემაში არსებული კომუნიკაციის თავისებურებანი. სატელეფონო მომსახურების ტექნიკები; ონლაინ კომუნიკაციის სპეციფიკა და არავერბალური კომუნიკაცია და მისი როლი კომუნიკაციის პროცესში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსამართლის თანაშემწემ: ქუთაისის სააპელაციო და ბათუმის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI