21 და 22 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლის თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი გამოყენება“.
ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ: „ევროპის ადამიანის უფლებათა ასოციაციის“ დირექტორი/ევროპის საბჭოს ექსპერტი ადამიანის უფლებებში ანა-მარია ტელბისი და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი ნანა მჭედლიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 25-მა მოსამართლის თანაშემწემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგზე მონაწილეთა რეგისტრაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებპორტალის საშუალებით განხორციელდა.
ღონისძიება 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.