სიახლეები


დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

16-17 და 18-19 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ევროსაბჭოს ექსპერტი დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებში ივანა როანა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და ექსპერტი/თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 21-მა მოსამართლემ და მოსამართლის თანაშემწემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ახალციხის, გორის, ბოლნისის, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI