სიახლეები


ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი

21 და 22 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის გაიმართა ორი ტრენინგი თემაზე: “ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის იურიდიული მრჩეველი მამუკა ლონგურაშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 46-მა მოსამართლემ და მოსამართლის თანაშემწემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის საქალაქო, ამბროლაურისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI