სიახლეები


სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის

სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის

2 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში სასტუმრო „Hilton Batumi“-ში ჩატარდა „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“. კურსის მიზანია საქართველოში ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

სპეციალური კურსი მოიცავს სამართლის იმ სფეროებსა და თემებს, რომლებიც ჟურნალისტების ჩართულობით იქნა იდენტიფიცირებული. კურსის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა ასევე გერმანელმა მოსამართლე-ექსპერტებმა. კურსი, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადებასთან (GIZ) თანამშრომლობით შეიმუშავა.

კურსის პირველი ნაწილი - სისხლის სამართლის მიმართულებას დაეთმო. მეორე ნაწილი, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება, მოიცავს: ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებებს და საქართველოს კანონს „საერთო სასამართლოების შესახებ“.  

კურსის სრულად გავლის შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI