სიახლეები


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

8-9 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLOG) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სპეციალური სასწავლო კურსის - „საკორპორაციო/სამეწარმეო  სამართალი“ პირველი ნაწილი.

კურსის ექსპერტები არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებული პროფესორი მარტინ გელტერი და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ცერცვაძე.

კურსში მონაწილეობას იღებს 24 მოსამართლე: საქართველოს უზენაესი, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსამართლეთა ჯგუფის იგივე შემადგენლობისთვის იგეგმება სპეციალური სასწავლო კურსის „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“ მომდევნო ორი ეტაპის განხორციელება.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI