სიახლეები


საკუთრების სამართალთან დაკავშირებული საკითხები (მიწის დავებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები; უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები).

საკუთრების სამართალთან დაკავშირებული საკითხები (მიწის დავებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები; უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები).

8-9 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საკუთრების სამართალთან დაკავშირებული საკითხები (მიწის დავებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები; უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები) “.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, გურჯაანის, თელავის, ბოლნისის, ხაშურისა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI