სიახლეები


სემინარი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე

სემინარი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე

14-16 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო „Georgia Palace Hotel“-ში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის  (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისის (US PTO) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სემინარი:  “ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან მოსამართლეები: სიდნი სტეინი; ნიუ-იორკის შტატის სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლო და ბეკი ტორსონი - მინესოტას შტატის საოლქო სასამართლო.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი  „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის  (CLDP) წარმომადგენელი - სონია დელმანი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“-ს თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე - გიგა კობალაძე.

ღონისძიებაზე ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.

მიმდინარე ღონისძიებაში, რომელიც 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული 27 მოსამართლე იღებს მონაწილეობას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI