სიახლეები


ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

22-24 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის და მოსამართლის თანაშემწეთათვის გაიმართება ტრენინგები თემაზე: „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი ნანა მჭედლიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს იურისტი ვადიმ პაკი.

ორივე ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს 30 მოსამართლე და მოსამართლის თანაშემწე: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო,  სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, ხაშურის, თელავისა  და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგები 216 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI