სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში

ტრენერთა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში

სსიპ „იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ“ ევროპის საბჭოსა (CoE) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) თანამშრომლობით მოსამართლეთათვის შეიმუშავა სპეციალური, 3 დღიანი, სასწავლო კურსი ადამიანის უფლებების თემაზე. კურსის მიზანია მოსამართლეების სისტემური ცოდნით აღჭურვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული წყაროების, მექანიზმების, სტანდარტების და ეროვნულ დონეზე მათი ეფექტიანი გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნული ინიციატივის მიზანია სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ შიდა რესურსის განვითარება ადამიანის უფლებების სფეროში, რაც კურსის შემუშავებასთან ერთად მოიაზრებს თემაზე სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ ტრენერების შერჩევასა და მომზადებას. აღნიშნული კურსის ტრენერები შეირჩნენ მოსამართლეთა რიგებიდან ღია კონკურსისა და მიღებული განაცხადების საფუძველზე.

შერჩეულმა მოსამართლე-ტრენერებმა ორჯერ გაიარეს ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან  დაკავშირებით. ამჯერად, 2-4 სექტემბერს, ბორჯომში, სასტუმრო  „Crown Plaza“-ში შერჩეული მოსამართლე-ტრენერებისთვის ჩატარდა მესამე ტრენერთა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში, რომელსაც უძღვებოდა  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG)-ის ექსპერტი სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებში - დილეინ სვენსონი

მოსამართლე-ტრენერები შემუშავებული კურიკულუმის გამოყენებით უახლოეს მომავალში ჩაატარებენ ტრენინგებს კოლეგა მოსამართლეებისთვისა და სასამართლოს მოხელეებისთვის.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI