სიახლეები


სამოსამართლო ეთიკის საბაზისო კურსი

სამოსამართლო ეთიკის საბაზისო კურსი

9-10 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის ტარდება ტრენინგი თემაზე: „სამოსამართლო ეთიკის საბაზისო კურსი“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე  და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე/ექსპერტი ირაკლი ადეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 26 მოსამართლე: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, ზუგდიდის, გალი-გულრიფშის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI