სიახლეები


ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი

2016 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლას ეწვია ევროპის საბჭოს პროექტის - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“  მენეჯერი - ოქსანა გუტუ. პროექტის მენეჯერს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო ევროპის საბჭოს ოფისის მიერ, იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის პროექტის მენეჯერის წარდგენა, კონკრეტული გეგმების გაცნობა და პროექტის განხორციელების აქტიური ფაზისთვის მომზადება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა სტუმარს გააცნო სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სასწავლო სისტემა და სამომავლო გეგმები. შეხვედრის შემდგომ, პროექტის მენეჯერმა დაათვალიერა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა - სასწავლო სივრცე, იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იურიდიული ბიბლიოთეკა. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI