სიახლეები


მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვარზე

მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვარზე

მიმდინარე წლის 1-2 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით, ბათუმის რეგიონულ სასწავლო ცენტრში მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვარზე“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და  ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემის სპეციალისტი მარკ რიჩმონდი.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 10-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ფოთის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI