სიახლეები


საარბიტრაჟო წარმოება

საარბიტრაჟო წარმოება

22-23 ოქტომბერს, ბორჯომში, სასტუმრო „Crown Plaza“-ში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საარბიტრაჟო წარმოება“. 

სემინარს უძღვებოდნენ: სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ თოდრია და  აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი, (UNDP), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი სოფიო ტყემალაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 11-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, გურჯაანის, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოებიდან.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI