სიახლეები


საკუთრების სამართალთან დაკავშირებული საკითხები

საკუთრების სამართალთან დაკავშირებული საკითხები

26 და 27 ნოემბერს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საკუთრების სამართალთან დაკავშირებული საკითხები (მიწის დავებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები; უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სამტრედიის, თეთრიწყაროსა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI