სიახლეები


ტრენერთა ტრენინგის ბოლო ეტაპი

ტრენერთა ტრენინგის ბოლო ეტაპი

2-4 დეკემბერს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში  იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრებისა და მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ბოლო/მეორე ეტაპი ტრენერთა ტრენინგის თემაზე: „ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგია“.

ტრენინგს უძღვებოდა გერმანიის საჯარო მოხელეთა ასოციაციის აკადემიის ხელმძღვანელი  ჰანს რიგერი.

ტრენინგის ორივე ეტაპის ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური პრაქტიკული სწავლება ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიასა და მის თანამედროვე მიდგომებზე.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI