სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

16, 17 და 18 დეკემბერს, გუდაურში, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და პროექტ-  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)“.  

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები: ირაკლი კოპალიანი, ალექსანდრე იაშვილი და ვეფხვია ლომიძე. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: ქუთაისის სააპელაციო, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სამტრედიის, ზესტაფონისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი  2016 წლის მოსამართლეთა და  სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI