სიახლეები


კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა; განსაკუთრებული აქცენტი იურიდიული პირის პასუხისმგებლობაზე

კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა; განსაკუთრებული აქცენტი იურიდიული პირის პასუხისმგებლობაზე

17 და 18 დეკემბერს, კახეთში, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა; განსაკუთრებული აქცენტი იურიდიული პირის პასუხისმგებლობაზე“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო მოსამართლე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ხორვატიის იურიდიული აკადემიის ლექტორი - მარიან  ბიტანგა, 

ტრენინგის მონაწილე მოსამართლეებმა უცხოელ ექსპერტთან ერთად გამოკვეთეს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელთა გათვალისწინებით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, 2017 წელს შეიქმნება კურიკულუმი. 

ტრენინგები ორ ეტაპად ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 24-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების 2016 წლის პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI