სიახლეები


სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

24-25 დეკემბერს, გუდაურში, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ პროექტთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) თანამშრომლობით, მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „სასამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“. ტრენინგი შესაბამის თემაზე შემუშავებული კურუკულუმის გამოყენებით პირველად ჩატარდა.

ღონისძიება კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართულმა ექსპერტებმა ჩაატარეს. კერძოდ, ტრენინგს უძღვებოდნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე და ქეთევან მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე/ექსპერტი ირაკლი ადეიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ლაშა კალანდაძე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI