სიახლეები


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

4 და 5 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.

ტრენინგზე ექსპერტებად  მოწვეულნი იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი რალფ ალევალდტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 28 სასამართლოს მოხელემ: თბილისის, ბათუმის  ქუთაისისა და  რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI