სიახლეები


სასწავლო ვიზიტი პორტუგალიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში

სასწავლო ვიზიტი პორტუგალიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში

2-5 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაცია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში პორტუგალიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში. ღონისძიება ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელდა.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის თანამშრომლებმა.

სასწავლო ვიზიტის დასაწყისში, დელეგაციას უმასპინძლა და ნაყოფიერი სამუშაო დღეები უსურვა  პორტუგალიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის დირექტორმა ხოან მანუელ და სილვამ. ვიზიტი დაეთმო ისეთ საკითხებს როგორიცაა სასწავლო პროგრამების შექმნა, კურიკულუმების შემუშავება, ტრენინგების ციკლის მართვა, ტრენინგების საჭიროებათა ანალიზი, დისტანციური სწავლების კომპონენტი.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI