სიახლეები


ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგია

ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგია

15-17 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრებისა და მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენერთა ტრენინგის ბოლო ეტაპი თემაზე: „ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგია“.

ტრენინგს უძღვებოდა გერმანიის საჯარო მოხელეთა ასოციაციის აკადემიის ხელმძღვანელი  ჰანს რიგერი. ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს სიღრმისეული პრაქტიკული სწავლება ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიასა და მის თანამედროვე მიდგომებზე.

ტრენინგების ციკლის დასრულების შემდგომ, განხორციელდება მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირება. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI