სიახლეები


მოწმის დაკითხვის ახალი წესი

მოწმის დაკითხვის ახალი წესი

23-24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის იმართება ტრენინგი თემაზე: „მოწმის დაკითხვის ახალი წესი“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული არიან: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს 10-მა მოსამართლემ: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, ხაშურის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI