სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა

19-20 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტების: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ და „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო “შატო მერეში“ მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:  „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა“.

სემინარს გაუძვნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია, გერონტი კახეთელიძე, გელა ბადრიაშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი - ჯონ ვადჰემი, რომელიც ქართველ ტრენერებთან ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, ახალციხის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI