სიახლეები


დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

7-8 აგვისტოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროკავშირისა(EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (UN OHCHR) ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „Hilton Batumi“-ში, სასამართლოს მოხელეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“.

ტრენინგზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სასამართლოს მოხელემ: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI