სიახლეები


კურიკულუმის შემუშავება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

კურიკულუმის შემუშავება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

8 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე კურიკულუმის შემუშავებაში ჩართული ექსპერტების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროცესი ხორციელდება ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.

კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული არიან ქართველი მოსამართლე-ტრენერები და ევროპის საბჭოს ექსპერტი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კურიკულუმის შემადგენლობაში გასათვალისწინებელი საკითხების იდენტიფიცირება, სასწავლო მოდულის დღის წესრიგის შემუშავება და მასალების მომზადების პროცესის ინიცირება.

მომდევნო ეტაპზე, პროცესში ჩართული ქართველი მოსამართლე-ტრენერებისთვის გაიმართება ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც უცხოელი ექსპერტი გაუძღვება.

კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგებს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი მოსამართლე-ტრენერები ჩაატარებენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI