სიახლეები


თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები.

თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები.

30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში სასტუმრო „Crowne Plaza“-ში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები.“

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი და შოთა გეწაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, თეთრიწყაროსა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI