სიახლეები


სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

15 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის იმართება ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობს 15 მოსამართლე: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, გორისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI