სიახლეები


სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე საქმეთა გადასინჯვის შესახებ

სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე საქმეთა გადასინჯვის შესახებ

21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთათვის გაიმართა სემინარი - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე საქმეთა გადასინჯვის შესახებ.“  მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქ-ნი კატერინა ბოლონეზე - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში,   ბ-ნი გიორგი ჭეხანი - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციის უფროსი და     ქ-ნი ირენ კიცუ-მილონასი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის სექციის ხელმძღვანელი.

სემინარი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული აქტები და მათი აღსრულება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი), Restitutio in Integrum  და საქმეთა გადასინჯვა - მინისტრთა კომიტეტის პრაქტიკა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა საქართველოს კანონმდებლობაში.

სემინარი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI