პრესრელიზები


იუსტიციის მსმენელთა მე-12 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მე-12 ჯგუფის წევრების სასწავლო ვიზიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, ქ. ჰამბურგში.

ვიზიტის მიზანია სამოსამართლო კანდიდატებისათვის ჰამბურგის მხარის სასამართლო სისტემის გაცნობა.

ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატები გამართავენ შეხვედრებს როგორც ჰამბურგის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში, ასევე ესტუმრებიან პირველი ინსტანციის სასამართლოებს.

დაგეგმილია სამოსამართლო კანდიდატების შეხვედრები პროკურატურასა და ადვოკატურაში, ისინი აგრეთვე მოინახულებენ წინა საპატიმრო დაწესებულებას.

სამოსამართლო კანდიდატები დაესწრებიან სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების განხილვებს და მიეცემათ საქმის განმხილველ მოსამართლეებთან პროფესიული დისკუსიის საშუალება.

სამოსამართლო კანდიდატების სამუშაო ვიზიტი ქ. ჰამბურგში ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მათი სწავლის 5-თვიანი თეორიული სასწავლო კურსის ფარგლებში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI