პრესრელიზები


საჯარო ლექცია თემაზე: „სასამართლოს მენეჯმენტი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა კვლავ აგრძელებს საჯარო ლექციების მიმართულებას. ამჯერად, საჯარო ლექცია გაიმართა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 
საჯარო ლექცია თემაზე: „სასამართლოს მენეჯმენტი და საქმისწარმოების პროგრამა“, ჩაატარა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ/იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ახვლედიანმა.
საჯარო ლექციის ფარგლებში, სტუდენტებს მომხსენებლისათვის მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. 
უფასო საჯარო ლექციების ჩატარებით იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხელს უწყობს იურიდიული განათლების ხარისხის ზრდას. ამ ინიციატივას უკვე 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოუერთდა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI