საპროცესო დოკუმენტების შედგენა

საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა (ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება)

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება საპროცესო დოკუმენტაციის სწორად შედგენასა და სასამართლოში წარმომადგენლობის მაღალი ხარისხით განხორციელების თვალსაზრისით.

კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება ან სწავლობს ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელ კურსზე..

სწავლების მეთოდი:
სწავლება ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობაზე.
სასწავლო კურსის ფარგლებში, ტრენინგებს ჩაატარებენ მოქმედი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.

ტრენერი/მასწავლებელი:
თეა ძიმისტარაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 

კურსის პროგრამა:

  • ადმინისტრაციული წარმოება და სამართალწარმოების პრინციპები
  • განსჯადობა და მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში (ადმინისტრაციული სარჩელი)
  • საპროცესო ვადები და საპროცესო ხარჯები, სასამართლო შეტყობინება და დაბარება
  • სასამართლო მტკიცებულებები (შუამდგომლობები)
  • აპელაცია, კასაცია, საქმის წარმოების განახლება
  • წარმომადგენლობითი უნარ-ჩვევები
  • დამამთავრებელი გამოცდა და იმიტირებული პროცესი

სასწავლო კურსის დეტალური  განრიგი გადმოგეგზავნებათ სწავლის დაწყების წინ.

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
სრული სასწავლო კურსი მოიცავს 25 საათს. სწავლება განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ასევე შაბათს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ერთი 15-წუთიანი და ერთსაათიანი შესვენებით.

კურსის საფასური:
სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 400 ლარს. კურსზე დარეგისტრირებული მსმენელი ვალდებულია სწავლების საფასური სრულად დაფაროს სასწავლო კურსის დაწყებამდე.

სერთიფიკატი:
მსმენელი, რომელიც დამამთავრებელ გამოცდაში მიიღებს არანაკლებ 70 ქულას, მიეცემა სერტიფიკატი „სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შესახებ“. მსმენელს, რომელიც სასწავლო კურსის დამამთავრებელ გამოცდაში მიიღებს 70 ქულაზე ნაკლებს, მიეცემა სერტიფიკატი „სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღების შესახებ“.



რეგისტრაცია

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI