შრომის სამართალის კურსი

შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა

კურსის მიზანი:
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომით -სამართლებრივი ურთიერთობების სწორად დაგეგმვისა და წარმართვის სფეროში.

კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

სწავლების მეთოდი:
სწავლება ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობაზე.

მიღებული ცოდნის გაზომვის მიზნით, კურსზე ჩარიცხულ მსმენელებს, კურსის დაწყებისა და დასრულების შემდგომ ჩაუტარდებათ ტესტირება.

ტრენერი/მასწავლებელი:

ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი

კურსის პროგრამა:

  • შრომის თავისუფლება
  • ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები
  • შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
  • ხელშეკრულების ვადა
  • შრომითი პირობები
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობები და წესი
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თანმდევი შედეგები
  • კოლექტიური შრომითი ურთიერთობები
  • პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები შრომით ურთიერთობებში
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები

კურსის მსმენელს იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჩუქრად გადასცემს პროგრამით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოებს.

სასწავლო კურსის დეტალური განრიგი  მსმენელს გადაეგზავნება სწავლის დაწყების წინ.

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
კურსი მოიცავს 20 საათს. სწავლება განხორციელდება  სამუშაო დღეებში  (შაბათ-კვირის გარდა), 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.

კურსის საფასური:
სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 400 ლარს.

სერთიფიკატი:
სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელი მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს. 


USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI