News


ტრენერთა ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობისა ოჯახში ძალადობის თემაზე (eng)

ტრენერთა ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობისა ოჯახში ძალადობის თემაზე (eng)

იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს კურიკულუმის შექმნას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე. პროცესი ხორციელდება ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) მხარდაჭერით.
კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული არიან ქართველი მოსამართლე-ტრენერები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი.
27-28 ოქტომბერს, ქართველი მოსამართლე-ტრენერებისთვის გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც გაეროს ქალთა როგანიზაციის ექსპერტი უძღვებოდა.
კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი მოსამართლე-ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI