News


ტრენერთა ტრენინგი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თემაზე (eng)

ტრენერთა ტრენინგი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თემაზე (eng)

იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს კურიკულუმის შექმნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თემაზე. პროცესი ხორციელდება ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“  მხარდაჭერით.
კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული არიან ქართველი მოსამართლე-ტრენერები და ევროპის საბჭოს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ექსპერტები.
30-31 ოქტომბერს, ქართველი მოსამართლე-ტრენერებისთვის გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტები უძღვებოდნენ.
კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი მოსამართლე-ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI