News


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

11-12 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში, მოსამართლეთათვის გაიმართა „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის“ კურსის მეორე ნაწილი.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე -ქეთევან მესხიშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე-თამარ ხაჟომია. აღნიშნულმა ექსპერტებმა საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსის შინაარსობრივ ნაწილზე, მომავალი ტრენერებისთვის განკუთვნილი, სამ ეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

კურსის მეორე ნაწილს ასევე ესწრებოდა ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. იურიდიული ფირმა FLS Full legal service მმართველი პარტნიორი -  ლაშა ცერცვაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან-ნინო ბაქაქურთან და ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებულ პროფესორთან - მარტინ გელტერთან ერთად უძღვებოდა ტრენერთა ტრენინგის ეტაპებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.

კურსი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული. წლის ბოლომდე, საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსის მესამე ეტაპიც განხორციელდება.


 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI