News


გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (eng)

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (eng)

1-2 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP) თანამშრომლობით მოსამართლეთათვის გამართა სემინარი თემაზე: “გადახდისუუნარობის საქმის წარმოება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ:  მოსამართლე, აშშ-ის გაკოტრების საკითხთა განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარე (ფლორიდის შუა ფედერალური ოლქი) მაიკლ ვილიამსონი  და CLDP-ის ექსპერტი დეივ ქარი. ადგილობრივი კანონმდებლობისა და სასამართლო პრეცედენტების შესახებ, ღონისძიების ფარგლებში მოხსენება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ - ლაშა ქოჩიაშვილმა.

ღონისძიებაზე ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარათ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საკითხზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI