News


თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი (eng)

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი (eng)

7 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ თურქმენეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: თურქმენეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ანამერედი რეჯეპოვი და ტუვაკნაზარი სოპიევი, აშხაბადის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მურატ ჰალმირადოვი, იურიდიული დახმარების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი ალტინ რეიმოვა და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი შეშმატ აკმურადოვა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმრები იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას გაეცნენ, დაათვალიერეს სკოლაში არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, ბიბლიოთეკა და ტრენინგების ოთახები.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI