News


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა (eng)

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა (eng)

16-17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე და გიორგი ტყავაძე. კურიკულუმი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სასამართლოს მოხელემ თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI