News


ეფექტიანი კომუნიკაცია/კომუნიკაციის სტანდარტები (eng)

ეფექტიანი კომუნიკაცია/კომუნიკაციის სტანდარტები (eng)

24-25 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ეფექტიანი კომუნიკაცია/კომუნიკაციის სტანდარტები“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ  იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის უფროსი სოფიო წიკლაური და ამავე სექტორის მთავარი კონსულტანტი ნინო გიგლემიანი.

კურიკულუმი ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში შემუშავდა, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროპის საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ექსპერტები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო,  თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI