News


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადიკურსი) (eng)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადიკურსი) (eng)

8-9 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით ბორჯომში ჩაატარა ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადიკურსი).

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ექსპერტები კონსტანტინე კორკელია და ლევან მესხორაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ.კურსი ორიენტირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებზე. აღსანიშნავია რომ 2016 წელს ზემოაღნიშნული პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია ანალოგიური დატვირთვის მქონე კურსი, რომელიც სისხლის სამართლის მიმართულების მოსამართლეების და სასამართლოს მოხელეებისთვის არის განკუთვნილი.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI