15-16 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობის ფარგლებში სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა თბილისის და ქუთაისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.