News


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

22-23 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG)  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა  „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის“ კურსის მეორე ეტაპი.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირმა პერანიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

კურსი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI