News


საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები (eng)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები (eng)

6 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სამოქალაქო სამართლის მიმართულების მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები“.

სემინარზე ექსპერტადმოწვეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე/საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი მზია თოდუა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ახალციხისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI