News


ტრენინგი თემაზე: „კონკურენციის სამართალი“ (eng)

ტრენინგი თემაზე: „კონკურენციის სამართალი“ (eng)

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის დაიწყო ტრენინგი თემაზე: „კონკურენციის სამართალი“.
ტრენინგს უძღვება იურგენ კიუნენი - დიუსელდორფის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე; პროფესორი; სამართლის დოქტორი. 
ტრენინგზე განიხილება საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა საკითხებზე: კარტელური შეთანხმებების აკრძალვა; არაკეთილსინდისიერი კონკურენცია; დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. 

სემინარს ესწრება 17 მოსამართლე, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან. 
ტრენინგი განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ ორგანიზებით.
ღონისძიება 2014 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალიწინებული. 
ტრენინგი 25 ოქტომბერს დასრულდება.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI