24 და 25 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლე სკოლაში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.
ტრენინგზე ექპერტებად მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხები: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა; განმარტებები ნაფიცი მსაჯულებისათვის; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა; ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი; პრობლემური საკითხები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდა 10 მოსამართლე: თბილისის და რუსთავის საქალაქო; გორის; ბოლნისის და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.